მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა, „ფეხბურთის მეფე“ პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
470 30 დეკემბერი 2022, 08:24

ბრაზილიური და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა, „ფეხბურთის მეფე“ პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს 2021 წელს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. 2022 წლის დასაწყისში მისი მდგომარეობა გაუარესდა, ცოტა ხნის წინ კი სან პაულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პელეს ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი – ის მუნდიალის გამარჯვებული 1958, 1962 და 1970 წლებ1ში გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი