კახა კალაძე: ჩემი დავალებით, შემოწმდება ყველა ის ობიექტი, რომელსაც ექსპერტიზა ბოლო წლების განმავლობაში „მშენექსპერტმა“ ჩაუტარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
665 28 დეკემბერი 2022, 14:47

დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კახა კალაძემ საკრებულოს წევრების იმ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ვაკის პარკის და ზოგადად, მუნიციპალური პროექტების განხორციელების პროცესში უსაფრთხოების კომპონენტს ეხებოდა.

თბილისის მერის განცხადებით, ვაკის პარკის უმძიმესი ტრაგედიის შესახებ არსებულ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მისივე თქმით, „მშენექსპერტის“ მიერ მომზადებულ ყველა დასკვნას, მისივე დავალებით, მერია თავიდან შეამოწმებს.

„გულდასაწყვეტია, რომ როდესაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, ხარისხს და მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2017 წლიდან მოყოლებული რამდენი პროექტიც განხორციელდა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, ქუჩებზე, უბნებში, ერთი პრობლემაც კი არ შექმნილა, თმის ღერიც არ ჩამოვარდნია არათუ სამუშაოების დასრულების შემდეგ, არამედ სამუშაო პროცესშიც იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ახორციელებდა სამუშაოებს. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც თავს დაგვატყდა, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვას, რა იყო პრობლემა, რამ არ იმუშავა, რატომ არ იმუშავა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დავალებით, მოხდება ყველა იმ ობიექტის შემოწმება, რომელზეც ბოლო წლების განმავლობაში „მშენექსპერტის“ მიერ იქნა ექსპერტიზა ჩატარებული. ასევე, იმ პროექტებს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა, პროექტის სახით დევს მერიაში და დასკვნა „მშენექსპერტის“ მიერ არის მომზადებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„მშენექსპერტის“ მიერ ჩატარებული ექპერტიზის გადამოწმების დეტალებზე უფრო ვრცლად ვიცე-მერმა ისაუბრა. ირაკლი ხმალაძის თქმით, პროექტებში ალტერნატიული ექსპერტიზის მიერ შემოთავაზებული ყველა ცვლილება იქნება გათვალისწინებული.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ქალაქში არსებული შადრევნების ექსპლუატაციაში გაშვება მხოლოდ მათი ელექტრული ქსელის უსაფრთხოების შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„მშენექსპერტის“ შესრულებული დაახლოებით 20 პროექტი უკვე განმეორებით ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რომელიც მომდევნო წლის მეორე კვარტალში სავარაუდოდ, დასრულდება და მოხდება პროექტებში ყველა იმ ცვლილების გათვალისწინება, რომელსაც ალტერნატიული ექპერტიზა შემოგვთავაზებს. ამას გარდა, პარალელურად მიმდინარეობს თბილისში არსებული შადრევნების ელექტრული ქსელის უსაფრთხოების შესწავლა, შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ, სეზონის მოახლოებისთანავე მოხდება შადრევნების ექსპლუატაციაში გაშვება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი