სეოკ-ში წიგნის - ,, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ პრეზენტაცია გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
426 08 დეკემბერი 2022, 17:25
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა წიგნის - ,, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ პრეზენტაცია.

ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა დებიუტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ოლიმპიური სოლიდარობის  მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოსცა ორტომეული ,, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის რედაქტორობით, რომელიც არის 2011 წელს გამოცემული 33-წიგნიანი სერიის გადამუშავებული, ახალი ნარკვევებით შევსებული და ორ ტომად შეკრული კრებული ჩვენს დიდ ჩემპიონებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები, ოლიმპიური ჩემპიონები და სხვა მოწვეული სტუმრები.

როგორც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, ოლიმპიური კომიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს ოლიმპიური მოძრაობის და ქართული ოლიმპიური სპორტის პოპულარიზაციას, გამოიცა არაერთი წიგნი თუ ალბომი ჩვენს წარმატებულ ოლიმპიურ ჩემპიონებზე და ეს ორტომეული ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების ღვაწლი კიდევ ერთხელ  წარმოჩინდა და დაფასდა. მან მადლობა გადაუხადა ამ პროექტის ხელმძღვანელს ელგუჯა ბერიშვილს და ცალკეული ნარკვევების ავტორებს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვან გამოცემაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი