საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია ჩვეულებისამებრ ჩატარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
884 05 მარტი 2020, 23:10
საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ოლიმპიაში, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიური ცეცხლის დანთების და მისი გადაცემის ცერემონია, ასევე  ჩირაღდნის ესტაფეტა ჩვეულებისამებრ ჩატარდება. 

კორონავირუსით შექმნილი ვითარების გამო, უმაყურებლოდ  ჩაივლის ცეცხლის დანთების ცერემონიის გენერალური რეპეტიცია.

ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია დაგეგმილია 12 მარტს ანტიკურ ოლიმპიაში. საბერძნეთში 8-დღიანი მოგზაურობის შემდეგ ცეცხლს 19 მარტს ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე საზეიმოდ გადასცემენ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი