402
20 ნოემბერი 2022, 20:25
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრებმა უნგრეთის მსოფლიო თასზე გამოსვლა წარმატებით დაასრულეს. მათ რაპირით ასპარეზობაში გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავეს.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ზადიშვილმა იტალიის გუნდს ანგარიშით 45:32 მოუგეს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |