სოკ-ი: ტოკიო-2020-ს იაპონია 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უმასპინძლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
805 03 მარტი 2020, 19:25

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა დადგენილ ვადებში გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

კომიტეტის წევრებმა დღეს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ იმსჯელეს. რის შემდეგაც, მიიღეს განცხადება, სადაც ყველა სპორტსმენს ოლიმპიადისთვის მზადებისკენ მოუწოდეს.

ინფორმაცია 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადადების შესახებ დღეს CNN-მა გაავრცელა, რომლის ინფორმაციითაც, ამის თაობაზე განცხადება ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მინისტრმა სეიკო ჰაშიმოტომ გააკეთა.

ტოკიო-2020-ს იაპონია 24 ივლისიდან  9 აგვისტომდე უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი