ანაკლიის პორტის ინვესტორები დღეს დასახელდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1122 15 ოქტომბერი 2019, 10:31

ორი უმსხვილესი ინვესტორის ვინაობა დღეს ოფიციალურად დასახელდება. ამერიკული "კონტი ჯგუფის" ნაცვლად პროექტში მონაწილეობა ყაზახურ და ჰოლანდიურ კომპანიებს სურთ.

ჰონგ-კონგში მდებარე "მერიდიანს", რომელიც საინვესტიციო ბაზარზე 2002 წლიდან ოპერირებს, ძირითად პროექტებს რუსეთში, აზია-კასპიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში ახორციელებს.

ჰოლანდიური კომპანია "ვან ორდი" კი გემ "ათენას" მფლობელია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან დამაღრმავებელ ტექნიკად ითვლება. დაუჭერს თუ არა ხელისუფლება მხარს ამ ორ კომპანიას ეს ორ კვირაში გახდება ცნობილი.

განცხადებით, იმის მიხედვით, თუ რა  რეაგირებას მოახდენს მთავრობა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გადაწყვეტს, რა ინფორმაციას გააჟღერებს.

"გვყავს ის 2 ინვესტორი, რომელთანაც მიმდინარეობს საუბარი. უნდა დაველოდოთ მთავრობას, კიდევ ერთი ბურთი მათ მხარეს არის და აქედან გამომდინარე, როგორც კი ისინი რაღაც რეაგირებას მოახდენენ, იმის მიხედვით გადავწყვიტთ რას ვიზამთ ჩვენ და რა ინფორმაციას გავაჟღერებთ მომავალში", - აცხადებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის განმარტებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს, 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე აქვს.

„15 ოქტომბრის, სამუშაო დღის ბოლომდე აქვს კონსორციუმს ვალდებულების შესრულების ვადა, თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს შეუძლია გაუხანგრძლივოს ვადა, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, ასევე თეორიულად, ალტერნატივას რა თქმა უნდა, წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტა. გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. კომისიაში შედის ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი ,“ - განაცხადა დავით ჯავახაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი