საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ურუგვაის ნაკრებს მოუგო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
435 06 ნოემბერი 2022, 20:58

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, „დინამო არენაზე“, ნოემბერის ტესტების პირველი მატჩი ჩაატარა ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ და 34:18 მოიგო.

ქართველებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს – გორგაძის და პაპიძის ლელოები აბჟანდაძემ შედეგიანად გარდასახა, რასაც მანვე ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიამატა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 12 ნოემბერს ისევ თბილისში, „დინამო არენზე“ გამართავს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე სამოას ნაკრები იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი