საქსტატის ახალი მონაცემების მიხედვით , პროდუქტები გაძვირდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
999 02 მარტი 2020, 11:41

საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის თებერვლის წლიური ინფლაციის მიხედვით,  საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 25,1 პროცენტით ხილი არის გაძვირებული. მეორე ადგილზე ამ მხრივ რძის ნაწარმია, რძესა და ყველზე ფასებმა 19.2 პროცენტით მოიმატა.

ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 15.1 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 11.2 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 11.1 პროცენტით, თევზეული – 10.3 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელები – 8.7 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 7.4 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 5.6 პროცენტით.

ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი