ლერი ხაბელოვი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით ბიატლონის ექსპერტს მარკ სენგერს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
470 24 ოქტომბერი 2022, 16:35

  საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით ბიატლონის ექსპერტს მარკ სენგერს შეხვდა. მათ ბაკურიანში 2025 წელს დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ბიატლონის ტრასის მშენებლობის შესახებ ისაუბრეს.

ბიატლონის ექსპერტი მარკ სენგერი საქართველოში სეოკ-ის მოწვევით და საერთაშორისო ბიატლონის ფედერაციის რეკომენდაციით იმყოფება. ის ბაკურიანს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტ მამუკა ხაბარელთან ერთად 24-26 ოქტომბერს ეწვევა და მოინახულებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის დროებითი ტრასის მშენებლობის სავარაუდო ადგილმდებარეობას.

შეხვედრას ესწრებოდენენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი