389
21 ოქტომბერი 2022, 19:18
60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
სარდალაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ისრაელის წარმომადგენელი, მატან კოკოლაევი დაამარცხა.
მესამე წრეში ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ მეტოქეს, მაქსიმ მერლინს აჯობა, მეოთხედფინალში კი სარდალაშვილმა თურქეთის წარმომადგენელს, სალიჰ ილდიზი დაამარცხა.
ნახევარფინალში 19 წლის ქართველმა აზერბაიჯანელ მეტოქეს, ბალაბაი აღაიევს იპონით აჯობა, ხოლო ფინალში სარდალაშვილმა ტაივანის წარმომადგენელი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, იუნგ ვეი იანგი ვაზარით დაამარცხა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |