468
20 ოქტომბერი 2022, 22:03
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდის აფეთქებასთან ოფიციალური კიევის კავშირს უარყოფს. ზელენსკის თქმით, ხიდის აფეთქებაში უკრაინა არ მონაწილეობდა.
„ჩვენ ეს არ შეგვიკვეთავს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა კანადელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსეთის ხელისუფლებამ ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა და აფეთქების ორგანიზებაში უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |