464
11 ოქტომბერი 2022, 11:04
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი – ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ახალგაზრდა ილია სულამანიძე ასპარეზობენ.
ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში ესტონელი გრიგორი მინასკინი შებოჭვით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ამავე წონაში გამომსვლელი მეორე ქართველი, ილია სულამანიძე რამდენიმე წუთში გერმანელ დანიელ ჰერბსტს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90კგ) დაიკავეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |