ეკონომიკის მინისტრი: "დღეს, 46 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1018 26 თებერვალი 2020, 15:48
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ იმ შეთანხმებების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოაწერა ხელი.  

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც უდიდეს შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნესს. 

„დღეს, მთლიანობაში, 46 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვსაუბრობთ გეოგრაფიულად, რეგულაციებისა და სამომხმარებლო ქცევის თვალსაზრისით ურთიერთგანსხვავებულ, დივერსიფიცირებულ ბაზრებზე. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ადგილობრივი ბიზნესებისთვის, რადგან კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთი ფაქტორი არის სწორედ ბაზრებზე წვდომა.

ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენ უფრო ინტენსიური გავხადეთ ჩვენი ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები. თუ, წლების წინ, თავისუფალი შეთანხმებების არეალი, ვისთანაც საქართველო ვაჭრობდა, შემოიფარგლებოდა დსთ-ს ქვეყნებითა და თურქეთით და ჩვენი ექსპორტის წილი, რომელიც ამ არეალში გადიოდა, იყო 54 %, დღეს ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, რაც არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ გაიზარდა წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მოცულ ბაზრებზე, განსაკუთრებით, 2014 წლიდან, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მხარე, რისი ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რასაც მალე მოჰყვა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან - ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან. ჩვენ უკვე დავწინაურდით მოლაპარაკებებში ისრაელთან და ინდოეთთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი