ბიზნესისთვის საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელთა ნაწილიც მათ დღეს გავაცანით-ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
951 24 თებერვალი 2020, 17:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, ბიზნესთან შეხვედრები პერიოდულად იმართება, თუმცა დღევანდელი შეხვედრა კონკრეტულად პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" განხილვას მიეძღვნა.

„საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს ბიზნესისთვის და ამ მხრივ, ბევრი სალაპარაკოც. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ინიციატივა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომელიც აქამდე მხოლოდ ქონების პრივატიზებას მოიცავდა და ამ რამდენიმე ხნის წინ გამდიდრდა წიაღის კომპონენტით. ამასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვაქვს, რაზეც დღეს ვისაუბრეთ ბიზნესთან, მათ შორის - მიწაზე გამარტივებული წვდომა ინ კომპანიებისთვის, რომელთაც ვალდებულება აქვთ აღებული, რომ არა მარტო მოიპოვონ, არამედ გადაამუშაონ წიაღისეული. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას საქართველოში და რაც შეიძლება ადამიანი დასაქმდეს საქართველოში", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს ორგანიზებით შედგა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს" ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსი გიორგი ჩერქეზიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი