ფინანსთა მინისტრი სიგარეტის მოსალოდნელი გაძვირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
991 24 თებერვალი 2020, 15:56

100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების საქმეზე დაჭერილია 55 ადამიანი, 11 არის ძებნაში, არის უამრავი ქონება უძრავი და მოძრავი დაყადაღებული, აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც თაღლითობის ფაქტი დაფიქსირდა, 150-ზე მეტი შემოწმება დაიგეგმა შემოსავლების სამსახურის მიერ.

„არიან ყოფილი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, არიან ყოფილი რამდენიმე ძალოვანი, არავის დანდობა არ იქნება, ვისზეც გამოძიება გავა, აბსოლუტურად ყველა დაისჯება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კითხვაზე, სმენია თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით ფარცხალაძის გვარი, მაჭავარიანი აცხადებს, რომ მხოლოდ მედიიდან.

„საერთოდ იცოდეთ, რომ დღგ – ეს ფიქტიური აქტივები ამ ქვეყანაში რაც დღგ არსებობს სულ იყო, ყოველთვის იყო, დღესდღეობით ევროკავშირში წლიურად დაახლოებით 150 მილიარდი ევრო იკარგება დღგ-ეს სხვადასხვა სქემების ფარგლებში. ეს არის საკმაოდ რთული და რისკიანი პოზიცია. აღმოჩნდა ხვრელები, რომლებიც გამოიყენეს ბოროტად. ამაზე სწრაფი და მყისიერი რეაქცია მე არ ვიცი. ბუნებაში რატომ ხდება თაღლითობა თუ მეკითხებით, ბუნებაში თაღლითობაც ხდება სამწუხაროდ, მკვლელობაც და უამრავი დანაშაულიც. გამოძიების შედეგად დაყადაღებულია ქონება, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბოლო გამოძიებამ ეს ბოლო კაპიკამდე ამოიღოს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი