საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგიის ნაკრებთან დამარცხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
456 02 სექტემბერი 2022, 00:00

 საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის პირველი ტურის მატჩში „თბილისი არენაზე“ ბელგიის ნაკრებთან დამატებით დროში, ანგარიშით 76:79 დამარცხდა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 18 ქულასთან ერთად 13 მოხსნა მოაგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა. 17 ქულა მოიპოვა ტად მაკფადენმა. მეტოქე გუდის შემადგენლობიდან 14 ქულით გამორჩეული ჯონათან ტაბუ იყო, რომელმაც შეხვედრის გადამწყვეტი 3-ქულიანი სროლა ჩააგდო.

საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს 21:00 საათზე ესპანეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი