855
23 თებერვალი 2020, 22:34
დიუსელდორფის გრანდ სლემი მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა დამსახურებული ოქროთი დაასრულა. ქართველმა მძიმეწონოსანმა პირველივე წუთზე იპონით დაამარცხა მეტოქე - მასპინძელი ძიუდოისტი იოჰანეს ფრეი.
დღეს, კიდევ ერთი მედალი - ბრინჯაო მოიპოვა მეორე ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (90კგ).
გუშინ, დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ხოლო პირველ საშეჯიბრო დღეს მეორე ადგილი ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) მოიპოვა.
დიუსელდორფის გრანდ სლემზე ქართველ ძიუდოისტთა ნაკრებმა მოიპოვა - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |