ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით-ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
991 19 თებერვალი 2020, 16:57

ბელარუსი დაინტერესებულია, საქართველოს გავლით, მესამე  ქვეყნებზე, საქონლის მიწოდების დივერსიფიცირება მოახდინოს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბელარუსის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების  საკითხებზე იმსჯელეს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ლოგისტიკური ჰაბია და ეს ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შეიძლება, იყოს გამოყენებული.

„შეიძლება, ეს ძალიან მომგებიანად იყოს გამოყენებული ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ბელარუსი დაინტერესებულია, დივერსიფიცირება მოხდეს ბელარუსული ბაზრიდან საქონლის მიწოდების თვალსაზრისით, საქართველოს გავლით მესამე  ქვეყნებზე, ან პირიქით, ბელარუსში შევიდეს ახალი საქონელი შავიზღვისპირეთის, კერძოდ საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბელარუსის მთავრობას საქართველოს პორტებში ერთობლივი პროექტების განხორციელება შესთავაზა.

„ჩვენ ბელარუსის მხარეს ვთავაზობთ, რომ ჩვენ პორტებში განიხილონ ერთობლივი სასაწყობო მეურნეობის, ტერმინალების, ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობის საკითხი, რასაც საკმაოდ დიდი ინტერესით განიხილავენ. ეს კიდევ უფრო გაააქტიურებს ჩვენ სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრებს მართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი