პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების საპასუხოდ - ქვეყანა ვითარდება და იზრდება ეკონომიკა - ოთარ ანგურიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
971 19 თებერვალი 2020, 12:48
პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების საპასუხოდ - ქვეყანა ვითარდება და იზრდება ეკონომიკა- განცხადება ამის თაობაზე ეკონომიკის ექსპერტმა ოთარ ანგურიძემ გააკეთა.

„მიუხედავად პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან მცდელობისა რომ შექმნან ფონი, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი ცუდადაა - მონაცემები სხვაგვარად მეტყველებს. ქვეყანა ვითარდება და იზრდება ეკონომიკა,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ „საქსტატის“ მიერ 2020 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობის მონაცემების კომენტირებისას.

ექსპერტის განცხადებით, 2019 წლის საგარეო ვაჭრობის რეკორდული ტემპი ( 3 771 მლნ აშშ დოლარი) 2020 წელსაც გაგრძელდა და იანვარი ექსპორტის 10%-იანი ზრდით დაიწყო და 262,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, სავაჭრო დეფიციტი 0,2%-ით გაუმჯობესდა და 357,1 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა.
„ექსპორტის ზრდის გაუმჯობესება მეტყველებს, რომ ქვეყანაში იქმნება უფრო მეტი დამატებული ღირებულება და უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც, საბოლოოდ, აისახება მოსახლეობის დასაქმების სტატისტიკასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი