528
13 ივლისი 2022, 10:39
მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად განაახლა სანაკრებო რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა იტალიას გადაასწრო.
განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა და ახლა 74,51 სარეიტინგო ქულით მე-12 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგს ახალი ლიდერი ჰყავს - საფრანგეთი. ფრანგები რაგბის რეიტინგის სათავეში ისტორიაში პირველად მოექცნენ. ორი პოზიციით დაწინაურდა ირლანდია და მეორე საფეხურზეა, ხოლო რეიტინგის ყოფილი ლიდერი სამხრეთ აფრიკა მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. საფრანგეთი - 89.41 ქულა
2. ირლანდია - 88.79
3. სამხრეთ აფრიკა - 88.61
4. ახალი ზელანდია - 88.17
5. ინგლისი - 85.14
6. ავსტრალია - 83.28
7. შოტლანდია - 82.99
8. უელსი - 81.28
9. არგენტინა - 79.39
10. იაპონია - 77.74
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |