ბორჯღალოსნებმა იტალიის ნაკრები 28:19 დაამარცხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
495 10 ივლისი 2022, 22:07

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია ანგარიშით 28:19 დაამარცხა. შეხვედრა ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართა.

მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 19:13 დასრულდა. 2 ლელო გაიტანა თედო აბჟანდაძემ, 1 კი სანდრო თოდუამ. მეორე ნახევარში კი საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული ჯარიმების დახმარებით გაიზარდა.

16 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ქუთაისში, „აია არენაზე“ პორტუგალიას უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი