419
10 ივლისი 2022, 19:17
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში გამოვიდა, რომელთაგან სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.
შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა 90კგ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა უნგრელი ნერპელი ულამაზესი გდებით დაამარცხა.
რამდენიმე წუთში გრანდ სლემზე 100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი შეჯიბრის ფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე იაპონელი კენტარო იიდა იქნება. მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველ ძიუდოისტებს სამი მედალი აქვთ უკვე მოპოვებული. ლუხუმ ჩხვიმიანი და ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედალოსნები გახდნენ, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |