გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია: ევროპის ჩემპიონატის ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
833 17 თებერვალი 2020, 00:28
მსოფლიოს მოქმედმა და სამგზის ჩემპიონმა, მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გორელმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი რობერტ ბარანი 11:0 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა. 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ჩემპიონი პეტრიაშვილი გახდა, ვიცეჩემპიონი ბექა ლომთაძე, ელიზბარ ოდიკაძე და ავთანდილ კენჭაძე კი მესამე ადგილზე გავიდნენ. 

ევროპის პირველობაზე მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩვენს ნაკრებს ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი შეძინეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი