პროგრამა "აწარმოე საქართველოში" იქცა მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო ქართულ ბიზნესს ეხმარება - ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1000 14 თებერვალი 2020, 12:59

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" იქცა მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება- განაცხადა ნათია თურნავამ. 

დღეს "აწარმოე საქართველოში-ს" წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა პროექტის ფარგლებში გახსნილ ერთ-ერთ საწარმოში. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს და მის ფარგლებში 500-მდე მცირე საწარმო არის მხარდაჭერილი, 300-ზე მეტი მცირე სასტუმრო, მათ შორის ის სასტუმროებიც, რომლებიც 20 ივნისის პროვოკაციის მოვლენების შემდეგ დაზარალდნენ. ეს პროგრამა "აწარმოე საქართველოში" უკვე იქცა ძალიან პოპულარულ და მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო და კერძოდ ეკონომიკის სამინისტრო, ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს," - აცხადებს ნათია თურნავა.

სააგენტოს დირექტორმა 2020 წლის გეგმებსა და მიზნებზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ ხიდურელმა განმარტა, თითო სუბსიდირებულმა ლარმა კერძო სექტორიდან 16-ჯერ მეტი ინვესტიცია მოიზიდა და ბიუჯეტში 5 ლარის გადასახადები შემოიტანა. 

"სახელმწიფოს მხრიდან თითო სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა კერძო სექტორიდან 16-ჯერ მეტი ინვესტიცია განხორციელებულიყო. ასევე იგივე სუბსიდირებულმა ლარმა 5 ლარის გადასახადები შემოიტანა ბიუჯეტში და იგივე სუბსიდირებულმა ლარმა შექმნა 9 ლარამდე შიდა პროდუქტი და ეს პროგრამის მუშაობიდან მხოლოდ 6 წლის თავზე. ასევე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ექსპორტის მიმართულებით, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი კომპანია გადის ექსპორტზე, უფრო და უფრო მეტი კომპანია ესწრება ჩვენს მიერ მხარდაჭერილ გამოფენებს," - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი