სსფ-ის შეფასებით, საქართველო 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით რეგიონში ლიდერია-ბექა ლილუაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1083 13 თებერვალი 2020, 17:18

„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავს შეფასებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არსებული ერთ-ერთი სისტემური პრობლემის - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებლის ისტორიულად მინიმუმამდე შემცირება შეძლო და ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემის საბოლოო გადალახვისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ტემპი მომავალშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ რეფორმებისა და ინიციატივების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა და რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.

როგორც პრემიერმინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, მთავრობა აგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმისთვის, რომ განხორციელდეს საბანკო რეგულაციების გამარტივება, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის აქტივობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, ამავდროულად გრძელდება მუშაობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. 

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდა ფისკალური მდგრადობა და მოსალოდნელზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა, რასაც მოჰყვა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, მისცა საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ყოფილიყო მოქალაქეზე ორიენტირებული და ამ დამატებითი შემოსავლების მიღებამ ბიუჯეტში მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებელი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საბანკო სექტორთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საფინანსო ბაზარზე აქტივობის გაზრდას. ერთობლივი მუშაობა შეეხება საბანკო რეგულაციების გამარტივების პროცესს, ჩვენ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკთან ერთად გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ასევე ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, რასაც უკვე მოჰყვა კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, რაც მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი და საპროგნოზო ზრდა 5%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ერია,, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი