FIBA-ევროპას გადაწყვეტილებით, თბილისში, 2022 წლის ევრობასკეტზე რუსეთის ნაკრები არ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
498 22 მაისი 2022, 12:48

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის თბილისში გასამართ ჯგუფში მონაწილე შეიცვალა. რუსეთის ეროვნული ნაკრები FIBA-მ საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორა, ხოლო FIBA-ევროპამ ევრობასკეტზე მის შემცვლელად მონტენეგრო დაასახელა.

მონტენეგროელებს საქართველოს ნაკრები ორჯერ შეხვედრია. ევროპის 2017 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ექსიუგოსლავიური ქვეყანა ჩვენს ჯგუფში იყო და თბილისში დაძაბულ ბრძოლაში – 76:74 მოგვიგო, თუმცა მეორე წრეში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველომ ქალაქ ბარში მონტენეგრო გმირულად – 90:84 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით ევრობასკეტის საგზური მოიპოვა.

საქართველოსა და მონტენეგროსთან ერთად, ევრობასკეტის თბილისურ ჯგუფში იქნებიან: ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი.

თამაშები 1-7 სექტემბერს გაიმართება და ოთხი საუკეთესო, ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, ბერლინში გაემგზავრება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი