„ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წიაღისეულის ათვისების ახალი კომპონენტი დაემატა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1130 11 თებერვალი 2020, 16:06
ეკონომიკის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. პროგრამას „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წიაღისეულის ათვისების ახალი კომპონენტი დაემატა. უწყება კერძო სექტორს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონს სთავაზობს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, გავაფართოვეთ ძალიან წარმატებით მიმდინარე პროგრამა „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ და დღეს ვაანონსებთ პროგრამის ახალ კომპონენტს, რომელიც ეხება წიაღისეულის ათვისებას“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მარნეულში, ბაზალტის საბადოზე გამართული პრეზენტაციისას  განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საბადო ახალი კომპონენტის ფარგლებში ბიზნესისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი მსხვილი ობიექტია.

„ბიზნესს ვთავაზობთ წიაღისეულის ათვისების ლიცენზიის ას პარალელურ ელექტრონულ აუქციონს, რაც ძალიან მასშტაბური და საინტერესო ინიციატივაა. ეს შეეხება ისეთ წიაღისეულს, რომელსაც აქვს საექსპორტო ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, მათ შორის, ეს არის სხვადასხვა ლითონები, სამთო ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, პოლიმეტალები, მიწისქვეშა წყლები და ეს არის სწორედ ის რესურსი, რომელიც სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, რათა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს, კიდევ უფრო მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც მიიჩნევს, რომ წიაღისეულის გადამუშავება მნიშვნელოვნად წაადგება ბიუჯეტს და ხელს შეუწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

"მთელი პაკეტია შეთავაზების, 100 ლიცენზია, 100 წიაღისეული, ეს არის, სულ მცირე, 82 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების პაკეტი, რა თანხაც შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს არის, სულ მცირე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია, რა ვალდებულებასაც აიღებს ბიზნესი იმ ნაწილში, რომ არა მხოლოდ მოიპოვებს, არამედ გადაამუშავებს ამ წიაღისეულს და ეს არის, სულ მცირე 1800 ახალი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი