550
01 მაისი 2022, 20:04
გურამ თუშიშვილმა (100 კგ) ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თუშიშვილმა უკრაინელი იაკოვ ხამო დაამარცხა.
ეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეოთხე მედალია. დღეს ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, 30 აპრილს ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |