სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლუკა მაისურაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
546 01 მაისი 2022, 17:37

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლუკა მაისურაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სერბი დარკო ბრასნიოვიჩი აშკარა უპირატესობით დაამარცხა. 

ეს ლუკასთვის პირველი ოქროს მედალია კონტინენტის პირველობაზე, მანამდე მას ევროპის ჩემპიონატზე კადეტებში და იუნორებში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. 

მაისურაძე მსოფლიოს 2019 წლის და ევროპის 2019, 2020 წლების ბრინჯაოს მედლის მფლობელია (81კგ-ში).  

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი