520
15 აპრილი 2022, 22:05
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს, კარინა საფინას და ლუკა ბერულავას წყვილმა პირველი ადგილი დაიკავა.
მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ბერულავა-საფინას წყვილმა 188,12 ქულა დააგროვა. მეორე ადგილი ავსტრალიელებს (169,91 ქულა), მესამე კი კანადელებს (156,80 ქულა) ერგოთ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |