საფინა-ბერულავას წყვილმა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი მოუტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
558 25 მარტი 2022, 23:08
ფიგურულ ციგურაობაში მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწია. სპორტულ წყვილებში მოასპარეზე კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 124.38-ქულიანი შეფასება მიიღო და 14 ფინალისტს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა (ჩვენს წყვილს ასევე მეოთხე შედეგი ჰქონდა ერთი დღით ადრე მოკლე პროგრამაშიც). საბოლოოდ, საქართველოს წარმომადგენლებს მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამშიც (191.74) მეოთხე საფეხური ერგოთ.
სეოკ-ის ინფორმაციით, საფინა-ბერულავას წყვილის დამსახურებით ქართულმა ფიგურულმა ციგურაობამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ადგილი დაიკავა. დღემდე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო მეათე ადგილი, რომელიც ქალთა ერთეულებში ელენე გედევანიშვილმა სამჯერ დაიკავა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი