598
20 მარტი 2022, 21:33
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
"ბორჯღალოსნებმა" საკუთარ მოედანზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 49:15 დაამარცხეს.
საქართველო „რაგბი ევროპის“ ტიტულს მეთოთხმეტედ დაეფლა.
„ბორჯღალოსნების“ მხრიდან ორი ჯარიმითა და 5 გარდასახვით ყველაზე მეტი, 16 ქულის მოპოვება თედო აბჟანდაძემ შეძლო, 2-2 ლელო დადეს აკაკი ტაბუცაძემ და ოთარ გიორგაძე, ორივეს ანგარიშზე 10 ქულაა. ერთი ლელოს დადება მოახერხეს მერაბ შარიქაძემ და გიორგი ჭყოიძემ, მათ ანგარიშზე 5-5 ქულაა. 3 ქულა კი ვასილ ლობჟანიძეს ანგარიშზეა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |