საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ფინეთში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიემგზავრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
550 18 მარტი 2022, 17:22
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ფინეთის ქალაქი ვუოკატი უმასპინძლებს 20-25 მარტს, სადაც საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში ( ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურობა) იასპარეზებს 6 სპორტსმენი.
დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია ევროპის ზამთრის ახლაგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
ოლიმპიურ დელეგაციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა წარუდგინა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (ვუოკატი, 2022):
1. ანა დეა გულბიანი-შმიდტი (ფიგურული ციგურაობა, სპორტსმენი)
2. ალან გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა, სპორტსმენი)
3. ესმერალდა გობოზოვა (ტრამპლინიდან ხტომა, სპორტსმენი)
4. ირაკლი არღვლიანი (სამთო თხილამურობა, სპორტსმენი)
5. ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა, სპორტსმენი)
6. მიხეილ ჩართოლანი (სამთო თხილამურობა, სპორტსმენი)
7. გიორგი ესაკია ( სეოკ-ის სპორტული დირექტორი, მისიის ხელმძღვანელი ოლიმპიურ სოფელში)
8. ემზარ ზენაიშვილი (სეოკ-ის გენერალური მდივანი)
9. მამუკა ხაბარელი (სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი)
10. რუსუდან აფციაური ( სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ადმინისტრაციული პერსონალი)
11. რაიმო რეინსალუ (ფიგურული ციგურაობა, მწვრთნელი)
12. იბრაგიმ გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა, მწვრთნელი)
13. გიორგი ბროკიშვილი (სამთო თხილამურობა, მწვრთნელი)
14. ნინო ნინუა (სამთო თხილამურობა, მწვრთნელი).
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი