საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
522 10 მარტი 2022, 01:19
პლოვდივში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე საქართველოს ნაკრებისთვის სარეკორდო გამოდგა. საქართველოს წარმომადგენლებმა პლოვდივის ხალიჩაზე ხუთი ფინალი ჩაატარეს.
დღეს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი კადირ ქამალი 3-2 დაამარცხა.
ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა გიორგი ჩხიკვაძემაც (72 კგ). მომავალმა ჩემპიონმა ფინალში თურქ აბდულა ტოპრაკს 7-5 მოუგო.
საქართველოს ჰიმნი მესამედაც აჟღერდა. ამ შემთხვევაში გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ) იყოჩაღა, რომელმაც ავსტრიელ მარკუს რაგინგერს 5-3 მოუგო.
ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულეს ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ). ძიმისტარიშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ნიჰატ ზაჰიდ მამადლისთან 0-10 დამარცხდა, გურული კი - ნიდერლანდელ მარსელ სტერკენბურგთან (1-6).
ერთი დღით ადრე ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი შოთაძემ (63 კგ), დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) კი შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მიიღეს.

http://geonoc.org.ge/
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი