საინვესტიციო საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, ის არის ძალიან ეფექტიანი პლატფორმა სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის დიალოგისთვის-ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
914 03 თებერვალი 2020, 17:22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ინვესტორთა საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა. 

მისი თქმით, საბჭოს ხელმძღვანელობს და დღევანდელ სხდომას უძღვებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

„ორი წელია, ინვესტორთა საბჭო არსებობს და პრაქტიკულად ჩამოყალიბდა, როგორც ძალიან ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს, რათა ჩვენი საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. დღეს აღინიშნა და მინდა,  ჩემი მხრივ აღვნიშნო წარმატებები, რაც მიღწეულია სწორედ ინვესტორთა საბჭოს ფორმატში და მეშვეობით. შემუშავდა მთელი რიგი კანონმდებლობა და ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ინვესტორთა საბჭოს მხრიდან. ეს არის გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის; ეს არის საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მომზადდა ასევე ასეთი თანამშრომლობით და უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგად ძალიან ბევრი საინტერესო მიგნება და რეკომენდაცია აისახა ტურიზმის 2020 წლის განვითარების სტრატეგიასა და გეგმებში, ასევე დახმარება გაეწია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, რომელშიც  ჩართული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მსოფლიო ბანკი და ინვესტორთა საბჭო.

„გადაწყდა, რომ ასეთივე სამუშაო ჯგუფების რეჟიმში, ამ პლატფორმის გამოყენებით, ვითანამშრომლებთ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესში.ენერგეტიკის სექტორის რეფორმა მიმდინარეობს და ის ინვესტორთა მხრიდან  დიდ ინტერესს იწვევს. ინვესტორთა საბჭო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად წარმომადგენლობითი ორგანოა“ , – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მან განმარტა, საბჭო აერთიანებს 10-მდე ბიზნესასოციაციას, საფინანსო ინსტიტუტებს. დიპლომატებს, ასევე მასში წარმოდგენილი არიან როგორც უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიები, ასევე ქართული ბიზნესი.

„ეს არის ძალიან კარგი გზა, რომ ბიზნესმა თავისი ხმა გაგვაგონოს და სამუშაო რეჟიმში ჩვენ ვიმუშაოთ ამა თუ იმ რეფორმაზე, პოლიტიკაზე, კანონპროექტზე. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ამ პლატოფორმას, ამ თანამშრომლობით უფრო მეტ ახალ სფეროს დავფარავთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი