"სწორედ ეს რეალობაა ასახული გავლენიანი ორგანიზაცია Trace International-ის ბოლო შეფასებაში, რომლის მიხედვითაც ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპაში კვლავინდებურად ტოპ ოცეულშია თავისუფლების ხარისხით"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
914 01 თებერვალი 2020, 15:11

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია.

"სწორედ ეს რეალობაა ასახული გავლენიანი ორგანიზაცია Trace International-ის ბოლო შეფასებაში, რომლის მიხედვითაც ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპაში კვლავინდებურად ტოპ ოცეულშია თავისუფლების ხარისხით", - ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულშია და 18-ე პოზიციას იკავებს. ასევე აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის საქართველო რეკეტის რისკისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა. 

მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ შეფასებაში არის ხელისუფლების კორუფციაში ჩაურთველობა. ამ თვალსაზრისით მსოფლიოში მეათე, ევროპაში კი მე-6 ადგილზე ვართ.

„ ეს გავლენიანი შეფასება აღიარებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ევროპისა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანასთან შედარებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს ნდობა აისახება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში, რომელმაც 2019 წლის წინასწარი მონაცემით, 5,2 პროცენტი შეადგინა. ამ ფონზე გაიზარდა აქტივობა ბიზნესის პრივატიზაციისა და სხვადასხვა სახის ლიცენზიების მიმართ. 

„ის, რომ ჩვენ, იგივე გამჭვირვალობის ხარისხით, სხვადასხვა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორიცაა იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი თუ სხვა ქვეყნები, სწორედ ის ფაქტორია, რის გამოც ევროპული კომპანიები საქართველოში ჩამოდიან, იწყებენ აქ ახალ ბიზნესებსა და ახალ პროექტებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი