ტოკიო-2020: კორონავირუსის გამო ოლიმპიური თამაშების გაუქმება ან გადადება არ იგეგმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
966 31 იანვარი 2020, 22:20
ტოკიო-2020-ის ორგანიზატორთა განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გაუქმება ან გადადება არ  განხილულა.

„თამაშების გადადება არ განგვიხილავს. საორგანიზაციო კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ასევე, განიხილავს ნებისმიერ კონტრზომებს, რომლებიც შეიძლება აუცილებელი გახდეს,“ - ნათქვამია ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ქალაქ უჰანში პნევმონიის უცნობი ტიპის გავრცელებაზე აუწყა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ დაავადების წარმომშობი გახდა ახალი ტიპის კორონავირუსი 2019-nCoV.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 10 ათასამდეა გაზრდილი, ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი 100-მდე ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო ინფექცია სულ ცოტა, 23 ქვეყანაშია გავრცელებული.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი