476
19 თებერვალი 2022, 20:38
ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ნიდერლანდელი მიხაელ კორელი სუფთა გდებით დაამარცხა.
100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა.
თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |