პეკინის ოლიმპიადაზე გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა მე-19 ადგილი დაიკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
571 14 თებერვალი 2022, 10:01
მარია კაზაკოვა/გიორგი რევიას წყვილმა პეკინში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში (სპორტული ცეკვები) იასპარეზა და მსაჯებისგან 97.25 ქულა დაიმსახურა. მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში კი, 164.33 ქულით მე-19 ადგილი დაიკავეს.

წყვილისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იყო.

გამარჯვება კი ფრანგულმა დუეტმა - გაბრიელა პაპადაკისმა და გიიომ სიზერონმა მოიპოვეს, რომლებმაც მიღებული ქულებით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს - 226,98 (90,83 + 136,15).

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი