პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
502 05 თებერვალი 2022, 22:33

პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა იაპონელ სპორტსმენს სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია.

ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დღეს დაიწყო, საქართველოს გუნდიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივემ მედლები მოიპოვა.

 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა აზერბაიჯანელ სპორტსმენს კარამატ ჰუსეინოვს სუფთა გამარჯვებით სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა კი ფრანგი დაიკ ბუბა იპონით დაამარცხა და ისიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი