საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 22 იანვარი 2022, 20:32
 საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა ევრო 2022-ზე აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა. დებიუტში მეტოქე 2:0 დაწინაურდა, შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა და ელისანდრომ ულამაზესი გოლით ანგარიში შეამცირა.

პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა აზერბიჯანელების იერიშს გაუძლო და გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი