მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
433 14 იანვარი 2022, 23:20

მორის ყვითელაშვილმა ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 253.91 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.

ევროპის ჩემპიონი კი რუსეთის წარმომადგენელი მარკ კონდრატიუკი გახდა, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 286.56 ქულა მიიღო.

მანამდე კონტინენტის პირველობაზე ქართულმა სპორტულმა წყვილმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მე-4 ადგილი დაიკავეს,

ქართული დელეგაცია ტურნირზე ასპარეზობას 15 იანვარს, ანასტასია გუბანოვას გამოსვლით დაასრულებს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი ქალთა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ მე-6 ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი