თენგიზ ცერცვაძე - მედიკამენტები - „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“, რომელსაც საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს, გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, დიაგნოზის დასმიდან 4 დღის განმავლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 10 იანვარი 2022, 19:26
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ორი მედიკამენტის - „პაქსლოვიდისა“ და „მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ.

„ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“, რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, რომელიც მათ მიიღებს, გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, დიაგნოზის დასმიდან 4 დღის განმავლობაში. ასევე განვიხილავთ მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტის - "რემდესივირის" ბინაზე გამოყენებასაც, რომელსაც ახლა მხოლოდ კლინიკაში ვიყენებთ. ოღონდ ეს ძნელი იქნება ტაბლეტორებულთან შედარებით, რადგან ინტრავენური გადასხმაა. „რემდესივირის“ გამოყენებაც განიხილება სამი დღის განმავლობაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება მედიკამენტების რაოდენობას, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ 40 ათასი ფლაკონი "რემდესივირი" აქვს, რაც 7 ათასი პაციენტისთვისაა საკმარისი.

„ასევე, უკვე მიიღო სამინისტრომ "რემდესივირის" დამატებითი, ძალიან სერიოზული პარტიის შემოსატანად ზომები, რომელიც ყველა ავადმყოფისთვის "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაშიც საკმარისი იქნება.

"რემდესივირი" სხვა მედიკამენტებთან შედარებით იაფია, 9 დოლარად ვყიდულობთ ერთ კოლოფს. ერთ პაციენტს კი 6 კოლოფი სჭირდება. "მერკის" წამლის, "მოლნუპირავირის" ფასს, რომელსაც ასევე მივიღებთ, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, "პაქსლოვიდს“ საქართველო 2-3 კვირის ვადაში მიიღებს, ხოლო „მოლნუპირავირის“ უახლოეს კვირებში.

„ორივე მედიკამენტი მოქმედებს როგორც „დელტა“ შტამზე, „ასევე „ომიკრონზეც. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ „ომიკრონის“ მე-6 ტალღის უმკაცრეს გამოწვევას ღირსეულად შევხვდებით და შედარებით ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოხდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, ტაბლეტირებულ მედიკამენტებს -„ფაიზერის“ ნაწარმს, „პაქსლოვიდს“ და „მერკის“ ნაწარმს - „მოლნუპირავირს“ პაციენტებს სახელმწიფო მიაწვდის, რადგან ისინი თავისუფალ გაყიდვაში მსოფლიოში არსად გამოდის და ძალიან დეფიციტურია.

„მათი განაწილების გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე ხდება. საქართველო ამას ცენტრალიზებულად მიიღებს და თვითონ დაუნაწილებს სამინისტრო ყველა ონლაინკლინიკას და ყველა ოჯახი ექიმს. მათზე წვდომა ყველა ავადმყოფს ექნება, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება საფრთხეებს "ომიკრონის" შემთხვევაში, როგორც ცერცვაძე ამბობს, ეს კლინიკური და ამბულატორიული სექტორის გადატვირთვაა.

„თუ ჩვენ „ომიკრონით“ ინფიცირებული 30 ათასი ავადმყოფო გვეყოლება, გასაგებია, რომ ჰოსპიტლები მაინც გადაიტვირთება, ვიდრე დღეს გვაქვს. ამიტომ არნახული, უპრეცედენტო ზომებია მიღებული ონლაინკლინიკების, ოჯახის ექიმების და ჰოსპიტალური სექტორის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ცერცვაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გაერო უარყოფს ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს
სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ შლის USAID-ს
შალვა პაპუაშვილი: 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და შეიქმნა კომისია, ვხედავდი, რა რეაქციები იყო მაშინდელი დასავლეთიდან - რთული იყო, წასულიყავი ამ დიდი მფარველობის წინააღმდეგ. ახლაც ამ წინააღმდეგობას ვაწყდებით
შალვა პაპუაშვილი: მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი
შსს თანამშრომლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს
არქივი