რაგბის კავშირში არჩევნების წინ არასამართლიან გარემოზე საუბრობს ირაკლი აბუსერიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
842 23 იანვარი 2020, 13:23

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, რომ რაგბის კავშირში არჩევნების წინ არასამართლიანი გარემოა შექმნილი და ყრილობის დელეგატებზე ხმების რაოდენობა არასწორად არის გადანაწილებული. ამის შესახებ აბუსერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი აბუსერიძის თქმით, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად „დიდი 10-ის“ ოთხმა და პირველი ლიგის ორმა კლუბმა წარადგინა.

პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტები რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე და მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე იქნებიან. საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 30 იანვარს, 13:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი