520
09 დეკემბერი 2021, 22:49
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ოლიმპიური მოძრაობის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს.
„ვფიქრობ, ამ თემის პოლიტიზირება არ ღირს. არ ღირს მცირე და სიმბოლური ზომების მიღება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, ბოიკოტი, პირველ რიგში, ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების არყოფნასთან ასოცირდება.
„საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მუშაობას ვუჭერ მხარს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჩინეთში თავისი სამუშაოს განხორციელებაში უნდა დავეხმაროთ, რათა ყველა სპორტსმენი დაცული იყოს და ოლიმპიური მოძრაობის წესებს პატივს სცემდნენ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მანამდე საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჟან-მიშელ ბლანკერმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს არ გამოუცხადებს.
„სპორტი ის სამყაროა, რომელიც მაქსიმალურად უნდა დავიცვათ პოლიტიკური ჩარევისგან, თორემ ეს პროცესი ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება წავიდეს და საბოლოდ, ყველა შეჯიბრებას მოვკლავთ“, - აღნიშნა საფრანგეთის განათლების მინისტრმა.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი აშშ-მა, ავსტრალიამ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა გამოუცხადეს.
ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები პეკინში 4-დან 20 იანვრის ჩათვლით გაიმართება, 4-დან 13 მარტის ჩათვლის კი ჩინეთი პარაოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |