547
28 ნოემბერი 2021, 20:55
ბათუმის „დინამომ" ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმის ,,დინამოს" ფეხბურთელებს ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„პირველ რიგში მინდა თითოეულ ბათუმელს მივულოცო ჩემპიონობა, დაახლოებით ერთი საუკუნე ელოდებოდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონი გამარჯვებას. მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემპიონობისკენ სვლა დასრულდა გამარჯვებით.
ვულოცავ თითოეულ ფეხბურთელს, ეს არის მათი დიდი შრომის შედეგი და ბათუმმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. ვულოცავ ,,შავი ზღვის პირატებს" და ყველა გულშემატკივარს. ახალ სტადიონთან, ეს არის ახალი გამარჯვებების დასაწყისი.
დარწმუნებული ვარ, როგორც ეროვნული ლიგის ჩემპიონატში, ასევე, საერთაშორისო სარბიელზეც ბათუმის ,,დინამო" არაერთხელ გაგვახარებს", - განაცხადა რიჟვაძემ.
ბათუმის ,,დინამო“ 1923 წელს დაარსდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |