შოთა გულბანი: მსგავსი რეიტინგები მსოფლიოს უკეთესად აცნობს ჩვენს ქვეყანას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1055 07 ოქტომბერი 2019, 17:12

ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი, 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს მსოფლიო ბანკის მიერმსოფლიო მმართველობის ინდიკატორებისმორიგი გამოკვლევის გამოაქვეყნებას ეხმიანება, სადაც საქართველოკორუფციის კონტროლისმიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში გამწესდა.

 ,,წარმოვიდგინოთ სიტუაცია, კაი ფულიანი ინვესტორი ეძებს ქვეყანას ფულის დასაბანდებლად. გადაქექა გავლენიანი ორგანიზაციების კვლევები და ერთ-ერთში აღმოაჩნინა, რომ სახელისუფლებო კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო არც მეტი არც ნაკლები გერმანიის, ესტონეთის, ავსტრალიისა და ჰონგ კონგის შემდეგ მოდის და ამ შედეგით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედის. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ფაქტია. ამის შემდეგ ნებისმიერი ინვესტორი, საქათველოს შესახებ საერთოდ არაფერი რო არ სმენოდა აქამდე, სულ მინიმუმ დაინტერესდება ქვეყნით და მეტ ინფორმაციას მოიძიებს, ნიადაგს მოამზადებს საქმის დასაწყებად, ყოველ შემთხვევაში ის მეოთხე ადგილი თავის პროგრამა მინიმუმს მაინც შეასრულებს და ჩვენს ქვეყანას გააცნობს საერთაშორისო ინვესტორებს. ხოლო კორუფციისგან თავისუფლება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია და ქვეყნის რეპუტაციულ ინტერესებს გამოხატავს. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ მსგავსი რეიტინგები არაფრის მომტანია, თუმცა რეალურად ის თავის საქმეს აკეთებს და მსოფლიოს უკეთესად აცნობს ჩვენს ქვეყანას”,- წერს შოთა გულბანი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი