ოთარ ანგურიძე - ექსპორტის ასეთი ზრდა ნათლად გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა არის შედეგზე ორიენტირებული, რაც კარგად ვლინდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
729 15 ნოემბერი 2021, 13:18
„2021 წელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების უმეტესობა საკმაო პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება. განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს ექსპორტის მაჩვენებლები, რომელიც პოსტპანდემიურ ვითარებაში, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რიგი მიმართულებების გაუმჯობესება ექსპორტი თვიდან-თვემდე რეკორდულად უმჯობესდება და ისტორიულ მაქსიმამდეა ასული. 2021 წლის მონაცემებით ოქტომბერში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 31.4%-ით გაიზარდა და 411 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, 28.6%-ით მაღალია პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებზეც კი და ცალსახად მიანიშნებს, რომ გაზრდილია ქვეყნების მწარმოებლურობის დონე, როგორც რაოდენობრივ ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლებით,“ - ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ოთარ ანგურიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ოქტომბრის თვეში, ჯამურად, 2021 წლის პირველ 10 თვეში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 25%-ით და შეადგინა 3,4 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 22,3%-ით და 8 მლრდ აშშ დოლარამდე მიაღწია.

„ექსპორტის ასეთი ზრდა ნათლად გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა არის შედეგზე ორიენტირებული, რაც კარგად ვლინდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2021 წელს დაწყებული ახალი სამთავრობო პროგრამები 2022 წლის ექსპორტის სტატისტიკაში მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეც,“ - მიაჩნია ოთარ ანგურიძეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი