მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
732 11 ნოემბერი 2021, 23:36

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა და გულშემატკივარი გაახარა. შვედეთთან მატჩში გუნდს ზურაბ ხიზანიშვილმა უხელმძღვანელა – მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს, ორი ყვითელი ბარათის გამო, დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართა. 8 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი